|
2016-10-05 14:59:20, 915 ნახვა
რეგიონი
თეა წულუკიანმა ონში რიგით მე-19 იუსტიციის სახლი გახსნა
დღეიდან იუსტიციის სახლის 400-მდე სერვისით სარგებლობა უკვე ონის მცხოვრებთაც შეუძლიათ. იუსტიციის სახლის რიგით მეცხრამეტე ფილიალი ონში იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა. სახელმწფიო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, ონის იუსტიციის სახლი პირველია რაჭა-ლეჩხუმში. ის მომხმარებელს იუსტიციის სახლებისთვის დამახასიათებელ უმაღლესი ხარისხის მომსახურებას შესთავაზებს. სერვისების მიღება ონშიც მინიმალურ დროსა და კომფორტულ გარემოში იქნება შესაძლებელი. ონის იუსტიციის სახლი შოვისკენ მიმავალ ცენტრალურ გზაზე მდებარეობს და ის მოემსახურება როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე ტურისტებსა და დამსვენებლებს და მათ სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისებზე წვდომას გაუადვილებს. ონის იუსტიციის სახლის გახსნის საზეიმო ღონისძიება საღამოს 19:00 საათიდან დაიწყო. ოფიციალურ სტუმრებთან ერთად ცერემონიალს ონის მცხოვრებნი და ქალაქის სტუმრები დაესწრნენ. გაიმართა გრანდიოზული კონცერტი, საღამოს კი ფოიერვერკით დასრულდა. ონის იუსტიციის სახლი 531 კვადრატულ მეტრს მოიცავს და ვახტან მეექვსეს ქუჩაზე მდებარეობს. მისი მშენებლობა არქიტექტორ მიხეილ გიორგობიანის ტენდერით შერჩეული პროექტით განხორციელდა. ონის იუსტიციის სახლი ბოლო ორი წლის განმავლობაში აშენებული მეშვიდე ფილიალია. 2013 წლიდან დღემდე უკვე აშენდა და გაიხსნა ზუგდიდის, ფოთის, თიანეთის, ყაზბეგის, ბორჯომისა და ლაგოდეხის იუსტიციის სახლები. უახლოეს პერიოდში კიდევ ერთი იუსტიციის სახლი ახალქალაქში გაიხსნება. იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებას ონში დაესწრნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, თვითმმართველობის წევრები; დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო მისიების, ბიზნესსექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
(NS)
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)