|
2016-10-01 13:37:36, 952 ნახვა
რეგიონი
გელა სამხარაული ღვინის ფესტივალს დაესწრო
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გელა სამხარაული ღვინის ფესტივალს დაესწრო. ღონისძიებას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს პრეზიდენტი გიორგი სამანიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ღვინის კომპანიებისა და მცირე ოჯახური მარნების მიერ დამზადებული ღვინოები. „მსგავსი ღონისძიებები უმნიშვნელოვანესია ქართული ღვინის პოპულარიცაზიის თვალსაზრისით. ჩვენ ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებისთვის. ეს სფერო, ტრადიციასთან ერთად, ოჯახების შემოსავლის წყაროა. ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ მის ხელშეწყობას. ამოქმედებული პროგრამები და გახსნილი ღვინის ქარხნები, გასაღების ახალი ბაზრები, საერთაშორისო გამოფენები შედეგს აუცილებლად გამოიღებს“- განაცხადა გელა სამხარაულმა. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, უკვე მესამე წელია, ღვინის ფესტივალი იმართება. ღონისძიების მუდმივი პარტნიორები არიან ასოციაცია ქართული ღვინო, საქართველოს სომელიეთა ასოციაცია, კახეთის მეღვინეთა გილდია, ღვინის კლუბი და ღვინის ტურიზმის ასოციაცია.
(NS)
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)