12:31 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-30 17:11:46, 1340 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ -19.4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2016 წლის 30 ივნისის მდგომარეობით -19.4 მლრდ აშშ დოლარი (-45.5 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს -140.0 პროცენტია, - ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

სებ-ის ცნობით, აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 604.9 მილიონი აშშ დოლარით გაღრმავდა.

„2016 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 7.5 მლრდ აშშ დოლარია (17.6 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 319.8 მლნ აშშ დოლარით აღემატება.

მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 26.9 მლრდ აშშ დოლარი (63.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 924.7 მლნ აშშ დოლარით აღემატება“, - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics