|
2016-09-30 12:45:09, 1402 ნახვა
ეკონომიკა
აგარაში ახალი საწარმო გაიხსნა
კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნა შიდა ქართლის რეგიონში, რომლის შესაქმნელად 4,5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. აგარის ხილის სპირტის საწარმოს გახსნის ღონისძიებას საქართველოს პრემიერ მინისტრთან ერთად პირველი ვიცე-პრემიერი, დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო. „50 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა აგარაში, ხილის სპირტის ქარხანაში. ეს არის უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქარხანა, რომლის მშენებლობაც დაიწყო სულ 9 თვის წინ. ინვესტირებულია 4,5 მილიონ დოლარზე მეტი. როგორც აღვნიშნე, 50 ადამიანი დღეს არის დასაქმებული, ხოლო ახალი წლისთვის 60-70 ადამიანი იქნება დასაქმებული. მნიშვნელოვანი აღნიშნული საწარმოს გახსნა იმითაც არის, რომ საწარმო იღებს არაკონდიციურ ხილს და შემდგომ უკვე ამისგან ამზადებს ძალიან მოთხოვნად პროდუქტს - ხილის სპირტსა და ხილის არაყს“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. აგარის ხილის სპირტის საწარმოს მშენებლობა 2016 წელს ქართული ინვესტიციით დაიწყო. კომპანია სარგებლობს იაფი აგროკრედიტის კომპონენტით - სესხის თანხა 600 000 აშშ დოლარს შეადგენს. საწარმოში მოხდება არასტანდარტული ხილის მიღება, საიდანაც დამზადდება 860–იანი სპირტი. ნაწარმოები პროდუქცია ძირითადად გავა ექსპორტზე - ამერიკაში, ევროკავშირისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. კომპანია ასევე აპირებს საკუთარი ნედლეულით ადგილზე ჩამოასხას სხვადასხვა ხილის არომატების მქონე სპირტიანი სასმელები (არაყი, ბრენდი). რომლის დიდი ნაწილიც ასევე განკუთვნილი იქნება ექსპორტზე გასატანად ზემოთხსენებულ ქვეყნებში. საწარმოს შესაძლებლობა აქვს დღეში 50 ტონა ხილის მიიღოს და გადაამუშაოს, საიდანაც იწარმოება 3 ტონა მაღალი ხარისხის ხილის სპირტი. საწარმო წელიწადში 5 000 ტონა სხვადასხვა სახეობის ხილს გადაამუშავებს. კომპანია სამომავლოდ გეგმავს ღვინისგან საკონიაკე სპირტის გამოხდას, რომელიც ასევე საერთაშორისო სტანდარტის იქნება და საექსპორტოდ იქნება გათვალისწინებული. (NS)
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)