|
2016-09-28 14:02:37, 867 ნახვა
რეგიონი
კახეთში ყურძენი 15 ათასამდე მევენახემ ჩააბარა
რთველის 2016-ის ფარგლებში ღვინის კომპანიებს ყურძენი 15 ათასამდე მევენახემ ჩააბარა, რომელთაც შემოსავლების სახით 77,6 მლნ ლარი მიიღეს. სოფლის მუერნეობის სამინისტროს ინფორმაციით, რთველის პროცესი კახეთის რეგიონში აქტიურად და ორგანიზებულად გრძელდება. 28 სექტემბრის 12.00 საათის მონაცემებით, გადამუშავებულია 89 ათასი ტონა ყურძენი. აქედან 50,6 ათასი ტონა რქაწითელი, 33,6 ათასი ტონა საფერავი, 2,5 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. გადამუშავებული ყურძნის რაოდენობით მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: გურჯაანი - 30 ათასი ტონა, თელავი - 22,5 ათასი ტონა, ყვარელი - 20,5 ათასი ტონა, სიღნაღი - 6,8 ათასი ტონა, ლაგოდეხი - 2,7 ათასი ტონა, ახმეტა - 2,5 ათასი ტონა, საგარეჯო - 2,4 ათასი ტონა და დედოფლისწყარო - 1,8 ათასი ტონა. კვლავ სრული დატვირთვით მუშაობენ ღვინის საწარმოები - 27 სექტემბერს ყურძნის გადამუშავების დღეღამურმა მაჩვენებელმა 5 425 ტონა შეადგინა. 28 სექტემბერს ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 54 ღვინის კომპანია, მათ შორის, 9 სახელმწიფოს მიერ დაქირავებული საწარმო, დანარჩენი კერძო ღვინის კომპანიაა. ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიებში ყურძნის ჩამბარებელ ფიზიკურ პირებზე სუბსიდია გაიცემა: კახეთის რეგიონში რქაწითელზე და კახური მწვანეზე - 1 კგ-ზე - 0,45 ლარი; საფერავზე - 1 კგ-ზე - 0,20 ლარი; რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონში მუჯურეთული/ალექსანდროულზე - 1 კგ-ზე - 2 ლარი. დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501. რთველის მიმდინარეობის დინამიკა შეგიძლიათ იხილოთ ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდებზე http://georgianwine.gov.ge/statistic და http://rtveli2016.gov.ge/statistic.
(NS)
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)