19:27 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-23 12:28:32, 911 ნახვა

რეგიონი
ბათუმში ოჯახის ექიმთა საერთაშორისო კონგრესი მიმდინარეობს

ბათუმი ოჯხის ექიმთა მეხუთე საერთაშორისო კონგრესს - KAHEKON-2016 მასპინძლობს.

კონგრესის ოფიციალური გახსნა დღეს, სასტუმრო „შერატონში“ გაიმართა.

გახსნის ცერემონიალს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან გორგილაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ჯემალ ფუტკარაძე და თურქეთის გენერალური კონსული ბათუმში იასინ თემისქანი დაესწრო.

კონგრესის დელეგატებს მინისტრმა ლევან გორგილაძემ სიტყვით მიმართა.

კონგრესი შავიზღვისპირეთის ქვეყნების ოჯახის ექიმთა გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.

კონგრესის თემა წარმოადგენს - საოჯახო მედიცინის ძირითად მიმართულებებს, პრევენციული ჯანდაცვის მომსახურებას, ხშირი ავადობისა და ქრონიკული დაავადებების მკურანლობის უახლეს მეთოდებს, ოჯახის ექიმთა იურიდიულ მიმართულებებს და მსოფლიოში აღიარებულ საოჯახო მედიცინის უახლეს მიღწევებს.

კონგრესი 25 სექტემბერს დასრულდება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება Super-ის მაღაზიებში
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics