11:11 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-20 15:27:54, 1464 ნახვა

სამართალი
შს მინისტრის ყოფილი მოადგილე გია ლორთქიფანიძე ე.წ. 26 მაისის საქმეზე დაკითხვაზე დაიბარეს

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ე.წ. 26 მაისის საქმეზე, შს მინისტრის ყოფილი მოადგილე და ამჟამად ოდესის პოლიციის უფროსი გია ლორთქიფანიძე დაკითხვაზე დაიბარა.

როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა, მას მიეცა გონივრული ვადა, რათა საგამოძიებო ორგანოში გამოცხადდეს.

წიკლაურის ინფორმაციით, დაკითხვაზე დაბარების უწყება მის ოჯახს ჩაბარდა, გონივრული ვადა კი 2 დღეა, რათა გია ლორთქიფანიძე პროკურატურაში გამოცხადდეს.

კითხვაზე, იმყოფება თუ არა ლორთქიფანიძე საქართველოში, პროკურორმა აღნიშნა, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, ამჟამად ის ქვეყანაში არ იმყოფება.

ცნობისთვის, პროკურატურამ 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა დარბევისა და მასობრივი დაკავების ფაქტზე ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსნებს - დათა ახალაიას, ვასილ ლელუაშვილს, რევაზ შიუკაშვილს და ლევან ქარდავას ბრალი წარუდგინა.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, პროკურატურამ აქამდე უცნობი ვიდეოკადრები მოიპოვა, რომელშიც ასახულია, როგორ გასცემს 2011 წლის 26 მაისს დანაშაულებრივ ბრძანებას დათა ახალაია, რომელიც ითხოვს ყველა მომიტინგის დაკავებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურამ 6 მოძალადე პოლიციელი დააკავა, მათ ბრალად ედებათ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით
გორში, პოლიციელთა ძალადობის კადრები ჟურნალისტებმა საკუთარი ფანჯრიდან გადაიღეს
აზერბაიჯანი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
CNN: ტრამპი დედამიწის მოსახლეობის თერთმეტიდან, ერთ ადამიანს ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics