|
2015-03-12 12:28:54, 454 ნახვა
პოლიტიკა
ზაქარეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში დიპლომატიის გამარჯვებაზე საუბრობს
შერიგებისა და სამოქალაო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი 2011 წელს საქართველო-რუსეთს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას დიპლომატიის გამარჯვებად აფასებს. როგორც ზაქარეიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, 2011 წელს, რუსეთმა, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის, საქართველოსთან დადებულ ხელშეკრულებაში საერთოდ არ ახსენა აფხაზეთი და სამაჩაბლო. „2008 წლის საომარი მოქმედებების რაღაც პოზიციები რუსეთმა ცნო, მაგრამ არ უცნია მსოფლიოს და არც საქართველოს, ამიტომ არაფერი სიახლე არ მომხდარა. სიახლე რაც არის, 2011 წელს მართლაც მოეწერა ხელი საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო შეთანხმებას, სადაც მკაფიოდ არის საუბარი, იგულისხმება ოკუპირებული ტერიტორიები, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი და ნახსენები არ არის საერთოდ არც აფხაზეთი და არც სამხრეთ ოსეთი. შესაბამისად, ეს არის პირველი დოკუმენტი, ხელმოწერილი რუსეთის მიერ საქართველოსთან, ეხება ამ რეგიონებს მაგრამ ნახსენები არაა. ეს არის საქართველოს დიპლომატიის გამარჯვება თავის დროზე. ეს გაგრძელდება, როცა რუსეთმა დაუშვა თავისი გაწევინებისთვის მსოფლიო ეკონომიკურ ორგანიზაციაში, დაუშვა არაღიარების პოლიტიკა, მან არ აღიარა მის მიერ ადრე დაშვებული აღიარება. მან პრაქტიკულად გამოტოვა თავის ტერმინოლოგიაში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. ბუნებრივია ეს ეხება მხოლოდ საქართველოს“,-განაცხადა ზაქარეიშვილმა. შეგახსენებთ, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. საპასუხოდ, საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)