|
2016-09-10 12:44:21, 1127 ნახვა
კომენტარი
ია ანთაძე: საზმაუს ბორდის წევრი რომ ვიყო, ეგზიტპოლების ჩატარებას მხარს არ დავუჭერდი
მიმაჩნია, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ნდობა თავისი საქმიანობით და საინფორმაციო პროგრამებით უნდა მოიპოვოს. შემდეგ, თუ რაიმე მნიშვნელოვანი მოტივაცი იქნება, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თავის თავს უნდა მისცეს უფლება, რომ ჩაატაროს ეგზიტპოლი, - აცხადებს ია ანთაძე. როგორც „ექსპრესნიუსს“ ჟურნალისტმა განუცხადა, მართალია, ოთხი ტელეკომპანიის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები კითხვის ნიშნებს არ გამოიწვევს, მაგრამ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ნდობა თავისი საქმიანობით უნდა მოიპოვოს და არა ეგზიტპოლების ჩატარებით. „პირადად, მე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვო საბჭოს წევრი რომ ვყოფილიყავი, ეგზიტპოლის ჩატარებას ხმას არ მივცემდი. მიმაჩნია, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ნდობა თავისი საქმიანობით და საინფორმაციო პროგრამებით უნდა მოიპოვოს. ამის შემდეგ, თუ რაიმე მნიშვნელოვანი მოტივაცი იქნება, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თავის თავს უნდა მისცეს უფლება, რომ ჩაატაროს ეგზიტპოლი. თუმცა, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და კერძო ტელევიზიების ამ ფორმით თანამშრომლობას, მე არც ერთ შემთხვევაში არ მივემხრობოდი. ჩემი გადაწყვეტილება არც იმ შემთხვევაში არ შეიცვლებოდა საზოგადოებრივ მაუწყებელს დღევანდელთან შედარებით გაცილებით დიდი ნდობაც რომ ქონოდა. რაც შეეხება თავად ეგზიტპოლების ნდობის ხარისხს - საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ბატონმა გოგელიამ განაცხადა, რომ თვითონ ეგზიტპოლის ჩამტარებელი ორგანიზაცია არის აბსოლუტურად მიუკერძოებელი და გამოკითხვის შედეგების სანდოობა ეჭქვეშ არ დადგება“, - განაცხადა ანთაძემ. შეგასენებთ, რომ 2016 წლის საპარალმანეტო არჩევნებზე კომპანია “TNS” ჩაატარებს ეგზიტპოლს საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, ტელეკომპანია “იმედისთვის”, “მესტროსა” და “GDS”-ისთვის.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)