06:15 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-11 19:19:12, 575 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე: ჩემთვის უინტერესოა, ვინ რას მოიწვევს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომას ფორმალური უწოდა და განაცხადა, რომ მისთვის ის საინტერესო არ არის.

პრემიერმა ეს განცხადება ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ გააკეთა, რომლის თანახმადაც, მიიჩნევს  თუ არა  მიზანშეწონილად პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ჩატარებას.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, მისთვის მთავარია, მეტი საქმე გაკეთდეს.

"ჩვენ უნდა ვიყოთ ორიენტირებული ხალხზე,  ადამიანზე. ეს დანარჩენი, ფორმალური მე ვიტყოდი,   ეს ჩემთვის საინტერესო არ არის, ჩემთვის მთავარია, მეტი საქმე გავაკეთოთ, საქმეზე ვიფიქროთ და ხალზე და ჩვენს ქვეყანაზე ვიფიქროთ ყველამ ერთად რაღაც შოუ მასკარადების გარეშე.ვინც არის დაინტერესებული რომ საქმე გააკეთოს, ის ამ საქმეს გააკეთებს, ჩვენ ყოველთვის ღია ვართ, კომუნიკაცია გვაქვს ყველა უწყებასთან, არასდროს უარი არ გვითქვამს არავისთვის რაიმე სახის ინფორმაციის მიწოდებაზე. შესაბამისად,  ჩემთვის გაუგებარია, აბსოლუტურად უინტერესოა ვინ რას მოიწვევს,  ვინ რას გააკეთებს , მთავარია ყველანი უნდა ვიყოთ ორიენტირებული- პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე,  ყველა მინისტრი,  გამგებელი, მერი ადამიანებზე, ჩვენს მოქალაქეებზე, საქმეზე",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა პრეზიდენტის მოწვევით პარასკევს უნდა გაიმართოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics