06:15 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-11 17:29:06, 447 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: შეცდომა მეც მომდის

„შეცდომა მეც მომდის, მინისტრებსაც, მერებსაც,  გამგებლებსაც, გუბერნატორებსაც, მაგრამ ამის არ უნდა შეგვეშინდეს“,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუბერნატორებთან, ქალაქების მერებსა და მუნიციპალიტეტების გამგებლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

თუმცა, პრემიერის შეფასებით, მთავარია,  მათი საქმიანობა ანტიკორუფციული და სიმართლეზე დაფუძნებული იყოს.

„ჩვენ ყურადღება უნდა გავამახვილოთ პასუხისმგებლობის საკითხზე. ყველასთვის არსებობს ერთი კანონი, მაგრამ რა თქმა უნდა არ უნდა გავურბოდეთ პასუხისმგებლობას.  დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ სწორად. რა თქმა უნდა შეცდომები იქნება და ამისგან დაზღვეული არავინ არ არის. პირადად ჩემგან დავიწყებ, რომ შეცდომა ყველას მოგვდის, მეც მომდის შეცდომა,   მინისტრებსაც, რა თქმა უნდა შეცდომა მოგივათ მერებსაც, გამგებლებსაც, გუბერნატორებსაც, მაგრამ ჩვენ შეცდომების არ უნდა შეგვეშინდეს, მთავარია ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებულები, რომ  საქმეს რასაც ვაკეთებთ არის მართალი“,-აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამწუთებში სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გუბერნატორებს, ქალაქების მერებსა და მუნიციპალიტეტების გამგებლებს ხვდება. შეხვედრაში ეკონომიკური გუნდის მინისტრები მონაწილეობენ. ამასთან, შეხვედრას ესწრებიან განათლების, ჯანდაცვის, იუსტიციისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებიც. შეხვედრაზე, რომელიც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში პროექტებისა და პროგრამების მიმდინარეობასთან დაკავშრებულ საკითხებზე იქნება საუბარი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics