|
2016-09-07 12:48:04, 1195 ნახვა
კომენტარი
განათლების მინისტრი 12-ე კლასის გაუქმების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს
საიდან მოვიდა ინფორმაცია 12-ე კლასის გაუქმების შესახებ არ ვიცი, - ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას საქართველოს განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მე-12 კლასის გაუქმების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. როგორც განათლების მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში სკოლის სტრუქტურა აბსოლუტურად ინდეტური რჩება. „ერთადერთი რაც განიხილება, არის ის, რომ ბოლო 2 კლასი იყოს გაძლიერებული უმაღლესისთვის მოსამზადებლად. ანუ როგორც კოლეჯია, გიმნაზიაა ბევრ ქვეყანაში. ფაქტიურად მე-10 კლასის ჩათვლით არის სკოლა ჩვეულებრივი, რომელიც ცხოვრებისთვის ამზადებს, ანუ ზოგადი უნარები ყველა მიმართულებით, და მე-11, მე-12 კლასში თუ ჟურნალისტობას აპირებთ, უკვე კონცენტრირდებით ჟურნალისტიკაზე ჩასაბარებლად, თუ ქიმიკოსობას აპირებთ ქიმიაზე. საუბარია სპეციალიზებულ, კონცენტრირებულ ბოლო 2 კლასზე, გაუქმებაზე საუბარი არ არის არც ერთ შემთხვევაში“, - განაცხადა ჯეჯელავამ. ჯეჯელავას განმარტებით, სკოლის პირველი 2 საფეხური სავალდებულოა, თუმცა ბოლო ორი წელი, ანუ მესამე საფეხური სავალდებულოდ არ ითვლება. „გაძლიერებული სწავლება აქამდეც იყო. ვთქვათ კომაროვის სკოლა, ვეკუას სკოლა, სწორედ ამის მცდელობა იყო საბჭოთა დროს. ჩვენ გვინდა ეს მიმართულება გავაძლიეროთ, რომელიც ნიჭიერ, კარგ ბავშვებს ამზადებს იმ კონკრეტული მიმართულებით წარმატებისთვის. წელსაც იქნება ამ მიმართულებით ცალკეულ სკოლებში გაძლიერების ხელშეწყობა. ჩვენ გვინდა, რომ თითოეული მიმართულებით ხელი შევუწყოთ ამ სკოლებს, რომლებიც ბოლო კლასში თავის ბავშვებს ისეთ სწავლას მოუწყობენ, რომელიც რეპეტიტორის საჭიროებას მოხსნის მინიმუმ ამ ბავშვებისთვის. შემდეგ წლებში ჩვენ იმედი გვაქვს ამ ბოლო 2 კლასის გაძლიერების მეთოდით რეპეტიტორის საჭიროება ნელ-ნელა გავა სცენიდან.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)