|
2016-09-06 19:17:44, 1078 ნახვა
სხვადასხვა
საქართველოში ღვინის ტურიზმის პირველი გლობალური კონფერენცია გაიმართება
7-9 სექტემბერს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია საქართველოში ღვინის ტურიზმის პირველ საერთაშორისო კონფერენციას გამართავს. ღონისძიებები თბილისში, ყვარელსა და „შატო მუხრანში“ ჩატარდება. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" ეკონომიკისა და მდგარი განვითარების სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფრომაციით, ღვინის ტურიზმის პირველ გლობალურ კონფერენციაზე დასასწრებად საქართველოში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი ჩამოდის. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის სტუმრები 42 ქვეყნიდან (250 დელეგატი, 50% უცხოელი სტუმარი). ღონისძიებაზე 150-ზე მეტი ორგანიზაცია იქნება წარმოდგენილი. კონფერენციის პარალელურად, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან, საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან, პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან დიმიტრი ქუმსიშვილთან და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის თქმით, ხაზგასასმელია, რომ ღვინის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციას მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია პირველად ატარებს და ისიც საქართველოში. ,,ჩვენთვის დიდი პატივია ხსენებული ღონისძიების მასპინძლობა. ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს, პოტენციალის საუკეთესოდ წარმოჩენა. მოგეხსენებათ რომ საქართველოს ღვინის კულტურასთან 8 ათასწლიანი უწყვეტი ისტორია აკავშირებს, ქართული ღვინის ქვევრი იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეყვანილი და კულტურული ვაზის 500-ზე მეტი ქართული ჯიშია აღწერილი“ - აცხადებს გიორგი ჩოგოვაძე. კონფერენცის პირველი სესია ჩატარდება კახეთში მეღვინეობა ,,ხარებაში.“დელეგატები ,,ხარებას“ უნიკალურ ღვინის საცავსაც დაათვალიერებენდა ალავერდის მონასტერსაც ეწვევიან. 9 სექტემბერს ღვინის ტურიზმის კონფერენცია უკვე „შატო მუხრანში“ გაგრძელდება. დღის მეორე ნახევარში დელეგატები „შატო მუხრანის“ გვირაბსაც დაათვალიერებენ.
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
კობახიძის მტკიცებით, შეკრების გამართვა საქართველოში ყველას შეუძლია და ამ შემთხვევაში საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)