|
2016-09-06 11:34:58, 1145 ნახვა
ეკონომიკა
აჭარაში ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში ვიზიტორთა რაოდენობა 110,8% გაიზარდა
აგვისტოში, აჭარის ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში ვიზიტორთა 110,8%-იანი ზრდა დაფიქსირდა. აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფრომაციით, ტურისტული საინფორმაციო ცენტრების მომსახურებით მხოლოდ ერთ თვეში 22 539 ვიზიტორმა ისარგებლა. ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში ვიზიტორთა რაოდენობა გაზრდილია სამი თვის მონაცემებითაც. მიმდინარე წლის ზაფხულში აჭარაში ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში სტუმართა რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 109,10%-ით გაიზარდა. სულ, 2016 წლის ივნის-აგვისტოში ტურისტული ცენტრების მომსახურებით 49 198 -მა ვიზიტორთა ისარგებლა. მიმდინარე წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ საინფორმაციო ცენტრებში ვიზიტორებს განახლებული რუკები, გზამკვლევები და სერვისები შესთავაზა. მათ შორისაა მაღალმთიანი აჭარის ახალი ტურისტული მარშრუტები - მირვეთის ველო მარშრუტი, მაჭახელას ისტორიულ-კულტურული მარშრუტი, ხიხანის სათავგადასავლო მარშრუტი, ასევე ქედა-შუახევის ღვინისა და გასტრონომიული მარშრუტები. საინფორმაციო ცენტრებში ვიზიტორებს ასევე შესაძლებლობა აქვთ აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელი, ადგილზე წარმოებული პროდუქტებისა და სუვენირების შეძენა. ესენია მაჭახელას ისტორიული თოფის სუვენირი, მტირალას ეროვნული პარკისა და ბოტანიკური ბაღის თაფლი, ქედის სიგარა თუ ჯემები, მურაბები და ფელამუში. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ტურისტული საინფორმაციო ცენტრები აჭარაში ყველა მუნიციპალიტეტსა და ბათუმში აქვს. წელს, არსებულ ცენტრებს ორი საინფორმაცო სტენდი ბათუმისა და ქობულეთის რკინიგზის სადგურებშიც დაემატა. რეგიონის სტუმრებს აჭარაში არსებული ტურისტული პროდუქტებისა და მარშრუტების შესახებ ინფორმაციის მიღება საბაგიროსა და აეროპორტის ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)