|
2015-03-11 11:50:00, 1031 ნახვა
ეკონომიკა
20 ათასზე მეტ გადასახადის გადამხდელ პირს საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერება
ფინანსთა სამინისტროს მიერ ინიცირებული ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, 20 000-ზე მეტ გადასახადის გადამხდელ პირს საგადასახადო დავალიენბა ჩამოეწერება და მისი გადახდა აღარ მოუწევს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩამოსაწერი საგადასახადო დავალიანებისთვის ჯამში 1 მილიარდი ლარია გათვალისწინებული. მათივე ცნობით, აღნიშნული ცვლილებათა პაკეტი ძალაში 2014 წლის 25 დეკემბერს შევიდა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა იმ გადამხდელთა კატეგორიები, რომლის შესაბამისად ისინი ჩამოწერას დაექვემდებარა: 2005 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და ამ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე გადაუხდელი საგადასახადო დავალიანების თანხა, თუ პირს თანხის ჩამოწერამდე აქტივობები არ უფიქსირდება; 2009 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე დარიცხული საურავი და 2009 წლის 1 იანვრამდე დარიცხული აღიარებული ჯარიმა, აღიარებული გადასახადის თანხის გადახდის პირობით, თუ პირს თანხის ჩამოწერამდე აქტივობები არ უფიქსირდება; საკონტროლო სალარო აპარატების გამოყენების წესების დარღვევისთვის ფიზიკური პირისათვის 2013 წლის პირველ იანვრამდე დაკისრებული და ამ ნომრის ამოქმედებამდე გადაუხდელი ჯარიმა. დღეის მდგომარეობით, აღნიშნული ინიციატივის მიხედვით, 3612 გადასახადის გადამხდელს ჯამში 334 315 514 .10 ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება უკვე ჩამოეჭრათ. ასევე, იგეგმება ფინანსთა სამინისტროს მიერ დაანონსებული 1 მილიარდი ლარის კიდევ უფრო გაზრდა იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის თაობაზე მოქალაქეთა ინდივიდუალური მიმართვის განცხადებები დაფიქსირდება, რადგან შემოსავლების სამსახურს აქვს უფლებამოსილება საგადასახადო დავალიანება ჩამოწეროს, როგორც სისტემური დათვალიერების საფუძველზე, ასევე მოქალაქეთა პირადი მომართვის საფუძველზეც.
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)