|
2016-09-03 16:32:42, 1427 ნახვა
სამართალი
„პატრიოტთა ალიანსი“ ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს
ორშაბათს, აუდიტის სამსახურიდან ადმინისტრაციული წარმოების მასალებს გამოვითხოვთ, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ადვოკატმა ლევან ჩხეიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პარტიის ადვოკატის თქმით, მცხეთის მაჟრიტარობის კანდიდატის ოჯახი პარტიას მთელი წლის განმავლობაში აფინანსებდა და ამაში უკანონო არაფერია. „ყველა მასალას გავეცნობით და ამის შემდეგ, ჩვენ პოზიციას ჩამოვაყალიბებთ. აღნიშნული ფაქტის არსებობს ნეგატიურად ვაფასებთ. შემოწირულობები ხორციელდებოდა მთელი წლის განმავლობაში. აქვე აღვნიშნავ, რომ პარტიამ დაფინანსება ბატონი კოკა მორგოშიას ოჯახისგან ჯერ კიდევ მაშინ მიიღო, როდესაც ის კანდიდატად არ იყო დასახელებული. სამართლებრივი თვალსაზრისით ვერ ვხედავ რაიმე დარღვევას. ამ თანხების შემოწირულობა ხდებოდა არჩევნების დანიშნვის თარიღამდე“, - განაცხადა ჩხეიძემ. როგორც ლევან ჩხეიძემ აღნიშნა, „პატრიოტთა ალიანსის“ წინააღმდეგ 3 სეგმენტი, კერძოდ კრიმინალური, არასამთავრობო და სახელმწიფო სეგმენტი გააქტიურდა. „ორგანიზაციამ „სამართლიანი არჩევნები“ ჩვენი პარტიის წინააღმდეგ შავი პიარ-კამპანია განახორციელა. მათ გააკეთეს განცხადა, თითქოს „პატრიოტთა ალიანსი“ უსასყიდლო საკვებით ამომრჩრვლის მოსყიდვას ახორციელებდა. აღნიშნული ფაქტის გამო, ჩვენი პარტია სამართლებრივ ქმედებებზე გადავა. მოვამზადეთ სარჩელი, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ორშაბათს წარვუდგენთ. სარჩელი შევა „სამართლიანი არჩევნების“ წინააღმდეგ, ცილისწამების გამო. მათ გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელეს“, - განაცხადა მან. პარტიის ადვოკატმა არასამტავრობო ორგანიზაციებს მოუწოდა საარჩევნო პროცესში ჩარევისგან თავი შეიკავონ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)