10:26 - 28 May, 2026
|
2016-09-02 16:36:20, 1756 ნახვა
სამართალი
ვაკეში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია
ვაკეში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. თუმცა, უწყებაში მის ვინაობას არ ასახელებენ. მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. შეგახსენებთ, ვაკეში, ფალიაშვილისა და თაქთაქიშვილის ქუჩების გადაკვეთაზე, ახალგაზრდა ბიჭი ჩაცხრილეს. თვითმხილველების თქმით, მამაკაცს, რომელიც გაჩერებულ მანქანაში იჯდა, ერთმა პირმა ესროლა და ადგილიდან მიიმალა. ავტომანქანაში კიდევ ერთი ადამიანი იმყოფებოდა, რომელიც დაიჭრა და საავადმყოფოშია გადაყვანილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)