09:39 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-30 18:54:49, 1381 ნახვა

სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ძვირფასი ლითონის ნაკეთობები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროსა (157,82 გრ.) და ვერცხლის (43,18 გრ.) ნაკეთობები აღმოაჩინეს. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 15,981,68 ლარი შეადგინა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, 24 აგვისტოს, სომხეთის მხრიდან შემოსულ რუსეთის მოქალაქეს სანქციის სახით  ფულადი ჯარიმა 8,332,69 ლარის ოდენობით შეეფარდა, ხოლო 25 აგვისტოს, შემოსულ მგზავრს სანქციის სახით  ფულადი ჯარიმა 7,648,99  ლარის ოდენობით შეეფარდა.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა
პენტაგონმა განაცხადა, რომ მზადაა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია გააგრძელოს
მოდით, კვლავ გავხადოთ სომხეთი დიდებული - დონალდ ტრამპმა ნიკოლ პაშინიანს არჩევნებში მხარი დაუჭირა
თეირანმა ქუვეითში აშშ-ის ბაზაზე თავდასხმა განახორციელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics