|
2016-08-30 16:02:32, 943 ნახვა
რეგიონი
ზურაბ ტყემალაძემ საქართველოს საზღვაო-სანაოსნოს ღვაწლმოსილ მუშაკებს სიგელები გადასცა
საქართველოს საზღვაო-სატრანსპორტო და ლოჯისტიკური პოტენციალის განვითარების ძირითადი მიმართულებების შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ეკონიმიკური საბჭოს გასვლით სხდომაზე იმსჯელეს. რომელიც დღეს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში გაიმართა.ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა რომან მამულიძემ საქართველოს საერთაშორისო სატრანზიტო ფუნქციის მნიშვნელობასა და ამ შესაძლებლობის ეფექტური გამოყენების ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა. მან ჩვენი ქვეყნის საზღვაო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ტექნიკურ შესაძლებლობებსა და ეფექტურობის ამაღლების და საზღვაო-სავაჭრო ფლოტის აღდგენის შესაძლებლობაზე ასევე, ქართველი მეზღვაურების დასაქმებისა და მათი სოციალური პირობების გაუმჯობესების საკითხებზეც გაამახვილა ყურადღება და სახელმწიფო საზღვაო აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგის კვლევის შედეგებიც წარმოადგინა. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორმა, შორეული ნაოსნობის კაპიტანმა, პროფესორმა ირაკლი შარაბიძემ საქართველოში საზღვაო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისათვის კადრების მომზადების და ამ სფეროში არსებული პრობლემებისა თუ მიღწევების შესახებ ისაუბრა. სხდომაზე გამომსვლელებმა ყურადღება საქართველოს საზღვაო დროშის პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე გაამახვილეს. სხდომის დასასრულს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზურაბ ტყემალაძემ საპატიო სიგელები საქართველოს საზღვაო-სანაოსნოს ღვაწლმოსილ მუშაკებს გადასცა. ცნობისთვის, აღნიშნული სხდომა დღეს, ბათუმის საზღვაო აკადემიაში გაიმართა.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)