|
2016-08-27 10:21:47, 1204 ნახვა
სამართალი
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები 17 ყოფილი პატიმრის ბიზნესიდეა დაფინანსდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ყოფილ პატიმართა ბიზნესინიციატივების პროექტის მეოთხე ეტაპი დასრულდა. საგრანტო პროექტის ფარგლებში, მეოთხე ეტაპზე, დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები 17 ყოფილი პატიმრის ბიზნესიდეა დაფინანსდა. უწყების ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი ირაკლი ხელაძე ყოფილ პატიმრებს ოჯახში ესტუმრა და მათ მცირე ბიზნესსაქმიანობის დაწყება პირადად მიულოცა. რეგიონების მიხედვით გრანტი შემდეგნაირად გადანაწილდა: სამეგრელო − 10 გრანტი, აჭარა − 5 გრანტი, გურია და იმერეთი − თითო-თითო გრანტი. გრანტის მინიმალური თანხა ათას ლარს შეადგენს, ხოლო მაქსიმალური − 4.800 ლარს. გრანტის მიღებისას სავალდებულო იყო ყოფილი პატიმრის 25%-იანი თანამონაწილეობა მატერიალური ან არამატერიალური ქონებით. პროექტის მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად დაბრუნება. მასში „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ ბენეფიციარები არიან ჩართულნი. ამ პროგრამას სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახორციელებს. საგრანტო პროექტით სოფლის მეურნეობის, ვაჭრობის, წარმოებისა და მომსახურების დარგები დაფინანსდა. აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროექტის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, ოთხივე ეტაპზე 60 ბიზნესიდეა დაფინანსდა. ეს პროექტები იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ საგრანტო კონკურსის თანხა ყოველწლიურად იზრდება და უფრო მეტ ყოფილ პატიმარს შეუძლია საკუთარი ბიზნესიდეის განხორციელება. უახლოეს ხანში იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროექტით აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ყოფილი პატიმრების ბიზნესინიციატივები 72 ათას ლარამდე თანხით დაფინანსდება. პროექტის სახელწოდებაა „ყოფილ პატიმართა ბიზნესინიციატივების მხარდაჭერა“. „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა“ 2012 წლის ბოლოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით შეიქმნა. პროგრამის მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული იმ პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, რომლებიც არ არიან პრობაციონერები და ამიტომ კიდევ მეტად სჭირდებათ სახელმწიფოს დახმარება. ყოფილ პატიმრებზე სახელმწიფო მზრუნველობა საზოგადოების განმეორებითი დანაშაულისაგან დაცვის წინაპირობაა. პროგრამა თბილისის გარდა მიმდინარეობს გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)