05:49 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-24 18:00:40, 1872 ნახვა

მსოფლიო
მიანმარში 6,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

მიანმარში 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ტაილანდში, ბანგლადეშსა და ინდოეთშიც იგრძნობოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც მედია საშუალება წერს, აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი მიანმარის ქალაქ ჩაუდანში, 25 კილომეტრში მდებარეობდა. ხელისუფლებას მსხვერპლის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

ამასთან, სააგენტო France Press-ი მაგუეს ოლქის პარლამენტის დეპუტატზე დაყრდნობით იტყობინება, რომ შენობის ჩამონგრევის შედეგად 22 წლის მამაკაცი დაიღუპა, ერთი ქალი კი დაშავდა.

ცნობისთვის, მიწისძვრა იგრძნობოდა უძველეს ქალაქ პაგანში, რომელიც ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. გავრეცლებული ცნობით, ქალაქში მდებარე რამდენიმე ისტორიული ნაგებობა დაზიანდა.

ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში მიწისძვრის შედეგად 20 ადამიანი დაშავდა. ინდოეთის ქალაქ კოლკატაში კი მიწისქვეშა ბიძგების გამო მეტროპოლიტენმა მუშაობა შეაჩერა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics