03:58 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-19 19:57:09, 1932 ნახვა

მსოფლიო
გერმანიის სკოლებში, საბავშვო ბაღებში, სამთავრობო ოფისებსა და დემონსტრაციებზე სახის დაფარვა აიკრძალება

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, გერმანია სავარაუდოდ აკრძალავს სახის დაფარვას ზოგიერთ გარემოებაში, მათ შორის: სკოლებში, საბავშვო ბაღებში, სამთავრობო ოფისებსა და დემონსტრაციებზე. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

მინისტრის განცხადებით, გერმანიის შეთავაზებული ნაწილობრივი აკრძალვა უსაფრთხოებასა და ეროვნულ კავშირს შეუწყობს ხელს.

მისივე განმარტებით, ბურკა გერმანულ კულტურაში არ "ჯდება" და სწორედ ამიტომ, ითხოვენ სახის ჩვენებას. აღნიშნულ ინიციატივას მხარი ბერლინის შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაუჭირა.

ამასთან, დღეს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ თუ გერმანიის შს სამინისტრო ფარანჯის ტარების აკრძალვაზე იმსჯელებს, კანცლერის სრული მხარდაჭერა ექნება.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მოტივით, საფრანგეთის ქალაქ კანის მერმა, დევიდ ლისნარდმა, პლაჟზე საცურაო კოსტიუმის, ბურკინის ტარება აკრძალა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics