|
2015-03-08 13:41:30, 578 ნახვა
საზოგადოება
სახალხო დამცველი ხელისუფლების ორგანოებს მოუწოდებს, გენდერული ბალანსის მისაღწევად კვოტების შემუშავებაზე მუშაობა დაიწყოს
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი სრულიად საქართველოს ქალთა საერთაშორისო დღეს ულოცავს. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ გენდერული თანასწორობისა და დემოკრატიული განვითარებისათვის მნიშვნელოვანია ქალთა მონაწილეობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე. ამიტომ, სახალხო დამცველი სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს მოუწოდებს, დაიწყოს მუშაობა სპეციალური დროებითი მექანიზმის – კვოტების შემუშავებაზე, რაც საშუალებას მისცემს სახელმწიფოს თავი დააღწიოს უთანასწორო მდგომარეობას და მიაღწიოს გენდერულ ბალანსს. "სრულიად საქართველოს ვულოცავ ქალთა საერთაშორისო დღეს, რომელიც ქალთა შრომითი უფლებების დაცვის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა მონაწილეობის ხელშეწყობისა და ძალადობის აღმოფხვრისაკენ ბრძოლის საკითხებს უკავშირდება. 8 მარტის აღნიშვნის ისტორია 105 წელს ითვლის და მის დაარსებას საფუძვლად დაედო ქალთა უკეთესი ანაზღაურების, პროფესიული განათლების, სამუშაოზე დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და გადაწყვეტილების მიღების დონეზე ქალთა მონაწილეობის ხელშეწყობის საკითხები, რომელთაც დღესაც არ დაუკარგავს აქტუალობა.
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს რუსეთსა და ცხინვალს შორის ინტეგრაციას
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)