03:31 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-09 17:24:20, 2272 ნახვა

მსოფლიო
ბრაზილიის პოლიციამ ოლიმპიადაზე ნამიბიის ნაკრების მედროშე გაუპატიურების მცდელობისთვის დააკავა

რიო-დე-ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიადაზე ნამიბიის ნაკრების მედროშე, ჯონას ჯუნიოსი, ბრაზილიის პოლიციამ გაუპატიურების მცდელობისთვის დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას Dailymail-ი ავრცელებს.

როგორც Dailymail-ი სამართალდამცველებზე დაყრდნობით წერს, 22 წლის აფრიკელი მოკრივე ოლიმპიურ სოფელში მომსახურე პერსონალის ერთ-ერთ წარმომადგენელს ინტიმური კავშირის სანაცვლოდ ფულს სთავაზობდა.

გოგონამ სპორტსმენის წინადადებაზე უარი თქვა, სასტუმროს ნომრიდან გაიქცა და პოლიციას მიმართა.

სამართალდამცველების ინფორმაციით, ჯონას ჯუნიოსი გოგონაზე ფიზიკურ ზეწოლას ახდენდა.

პოლიციის განყოფილების უფროსის განცხადებით, ბრალდებული უკვე დაკავებულია და განყოფილებაშია გადაყვანილი.

ცნობისთვის, რიოს ოლიმპიურ თამაშებზე მსგავსი შემთხვევა უკვე მოხდა, როდესაც მაროკოელი მოკრივე ჰასან საადა დააკავეს, რომელიც ინტიმურ კავშირს ოლიმპიური სოფლის ერთდროულად ორ თანამშრომელს სთავაზობდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics