17:46 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-05 13:34:04, 1289 ნახვა

კომენტარი
სოსო ცინცაძე: „ახალი მემარჯვენეები" წარსულის მქონე პარტიაა, მაგრამ "გირჩი" რა არის, ჯერ კაციშვილმა არ იცის

""ახალი მემარჯვენეებისთვის" ეს დიდი შენაძენი არ არის, წარმატებულ სვლაზე უფრო "გირჩის" მისამართით შეგვიძლია ვისაუბროთ",-ასე აფასებს ექსპერტი სოსო ცინცაძე სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოს“, ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩისა“ და პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ერთ ბლოკად გაერთიანების გადაწყვეტილებას.

"ჩემი აზრით, ახალი მემარჯვენეებისთვის ეს დიდი შენაძენი არ არის, წარმატებულ სვლაზე უფრო გირჩის მისამართით შეგვიძლია ვისაუბროთ. "ახალი მემარჯვენეები" წარსულის მქონე პარტიაა, მაგრამ "გირჩი"  რა არის, ჯერ კაციშვილმა არ იცის. ამავე დროს, ბევრს ახსოვს, ივანიშვილის  შეფასება "გირჩი" მისამართით გაკეთებული-ვაჟკაცები არიან, ვაჟკაცური ნაბიჯი გადადგესო, ეს რამდენად აწყობს ახალ მემარჯვენეებს, მათი გაადსაწყვეტია",-განაცხადა სოსო ცინცაძემ.

მან ვაშაძისა და ხაჩიძის პარტიებს უპერსპექტივო უწოდა:

"მაგათი გათვლა თუ იმაზეა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" წაართვან ხმები, ეს უკვე სულ სხვა რამეა, თორემ  ისე დამოუკიდებლად ელექტორალური  ბაზის უზრუნველყოფა ერთსაც და მეორესა გაუჭირდება",-აღნიშნა სოსო ცინცაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics