|
2016-07-20 17:57:58, 1073 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, 3 მედიკოსი პოლონეთში გადამზადების კურსს გადის
აჭარის ავტონონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატსა და სილეზიის სავოევოდოს მარშალის ოფისს შორის თანამშრომლობის 2015-2016 წლების სამუშაოპროგრამის ფარგლებში 19 ივლისს აჭარის ონკოლოგიური ცენტრის 3 მედიკოსი სპეციალიზებული ტრენინგ-კურსის გასავლელად პოლონეთში გაემგზავრა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ონკოლოგი და ქიმიოთერაპევტი ხათუნა შოთაძე, კლინიკური ონკოლოგი ქეთი ასანიძე და მთავარი ექთანი გულო აბაშიძე გადამზადების კურსს სილეზიაში, მარია სკლადოვსკა-კიურის ონკოლოგიური ცენტრის კლინიკური და ექსპერიმენტული ონკოლოგიის დეპარტამენტში გადიან. მედიკოსები პოლონეთში 2 კვირას დარჩებიან. „2016 წლის 16 აგვისტოს აჭარის ონკოლოგიური ცენტრის კიდევ 3 მედიკოსი გაემგზავრება პოლონეთში. ისინი კვალიფიკაციას მარია სკლადოვსკა-კიურისონკოლოგიური ცენტრის რადიოლოგიისა და გამოსახვითი დიაგნოსტიკის დეპარტამენტში აიმაღლებენ. 2017 წლის ზაფხულში კონსულტაციების ჩატარებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით დაგეგმილია პოლონელი რევმატოლოგების ოლა გიბელისა და მისი მეუღლის ვიზიტი ბათუმში. აღნიშნული პროექტის განხორციელების საკითხზე შეთანხმება სილეზიის სავოევოდოს მარშალის ოფისთან 2016 წლის აპრილში აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ნუგზარ სურმანიძის ვიზიტის დროს შედგა. სილეზიის სავოევოდოსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობა 2011 წელს დაიწყო. 2015 წლის აგვისტოს თვეშიაჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და სილეზიის სავოევოდოს მთავრობებს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ექიმი-რევმატოლოგი დაექიმი-ლაბორანტი გამოცდილების გაზიარების მიზნით სილეზიის სავოევოდოს „უსტრონის რევმატოლოგიისა და რეაბილიტაციის ჰოსპიტალში“ იმყოფებოდნენ.გადამზადების 2-კვირიანი კურსი თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას მოიცავდა. 2011–2013 წლებში პოლონეთში სილეზიის ქ. ზაბჟეს გულის დაავადებათა ცენტრში აჭარის სამედიცინო დაწესებულებებიდან სტაჟირების კურსი გაიარა შვიდმაექიმმა და ერთმა მედდამ. 2013 წელს პოლონეთის ონკოლოგიურ ცენტრში გაცნობითი ხასიათის ვიზიტით იმყოფებოდა აჭარის ონკოლოგიური ცენტრის დირექტორი. 2014 წელს ქ. ბათუმის შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრს ქართველი კოლეგების გადამზადების მიზნით სტუმრობდა პოლონელი რეაბილიტოლოგი.აჭარის მთავრობის მხარდაჭერით 3 მედიკოსი პოლონეთში გადამზადების კურსს გადის აჭარის ავტონონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატსა და სილეზიის სავოევოდოს მარშალის ოფისს შორის თანამშრომლობის 2015-2016 წლების სამუშაოპროგრამის ფარგლებში 19 ივლისს აჭარის ონკოლოგიური ცენტრის 3 მედიკოსი სპეციალიზებული ტრენინგ-კურსის გასავლელად პოლონეთში გაემგზავრა. ონკოლოგი და ქიმიოთერაპევტი ხათუნა შოთაძე, კლინიკური ონკოლოგი ქეთი ასანიძე და მთავარი ექთანი გულო აბაშიძე გადამზადების კურსს სილეზიაში, მარია სკლადოვსკა-კიურის ონკოლოგიური ცენტრის კლინიკური და ექსპერიმენტული ონკოლოგიის დეპარტამენტში გადიან. მედიკოსები პოლონეთში 2 კვირას დარჩებიან. 2016 წლის 16 აგვისტოს აჭარის ონკოლოგიური ცენტრის კიდევ 3 მედიკოსი გაემგზავრება პოლონეთში. ისინი კვალიფიკაციას მარია სკლადოვსკა-კიურისონკოლოგიური ცენტრის რადიოლოგიისა და გამოსახვითი დიაგნოსტიკის დეპარტამენტში აიმაღლებენ. 2017 წლის ზაფხულში კონსულტაციების ჩატარებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით დაგეგმილია პოლონელი რევმატოლოგების ქ-ნი ოლა გიბელისა და მისი მეუღლის ვიზიტი ბათუმში. აღნიშნული პროექტის განხორციელების საკითხზე შეთანხმება სილეზიის სავოევოდოს მარშალის ოფისთან 2016 წლის აპრილში აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ნუგზარ სურმანიძის ვიზიტის დროს შედგა. სილეზიის სავოევოდოსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობა 2011 წელს დაიწყო. 2015 წლის აგვისტოს თვეშიაჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და სილეზიის სავოევოდოს მთავრობებს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ექიმი-რევმატოლოგი დაექიმი-ლაბორანტი გამოცდილების გაზიარების მიზნით სილეზიის სავოევოდოს „უსტრონის რევმატოლოგიისა და რეაბილიტაციის ჰოსპიტალში“ იმყოფებოდნენ.გადამზადების 2-კვირიანი კურსი თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას მოიცავდა. 2011–2013 წლებში პოლონეთში სილეზიის ქ. ზაბჟეს გულის დაავადებათა ცენტრში აჭარის სამედიცინო დაწესებულებებიდან სტაჟირების კურსი გაიარა შვიდმაექიმმა და ერთმა მედდამ. 2013 წელს პოლონეთის ონკოლოგიურ ცენტრში გაცნობითი ხასიათის ვიზიტით იმყოფებოდა აჭარის ონკოლოგიური ცენტრის დირექტორი. 2014 წელს ბათუმის შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრს ქართველი კოლეგების გადამზადების მიზნით სტუმრობდა პოლონელი რეაბილიტოლოგი“, - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.
(NS)
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)