00:18 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-19 13:20:34, 1532 ნახვა

მსოფლიო
„ისლამურმა სახელმწიფომ“ გერმანიაში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო

გერმანიაში მატარებლის მგზავრებზე თავდასხმაში მონაწილე ახალგაზრდა "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლი იყო, - ამის შესახებ ტერორისტულ დაჯგუფებასთან დაკავშირებული სააგენტო Amaq იუწყება.

მედიის ცნობით, 17 წლის ავღანელი ლტოლვილის ოთახის ჩხრეკისას "ისლამური სახელმწიფოს" დროშა იპოვეს. 

შეგახსენებთ, რომ ცულითა და დანით შეიარაღებული ახალგაზრდა მატარელის მგზავრებს თავს დაესხა. ინციდენტი ადგილობრივი დროით 21:15 საათზე, ქალაქებს ოქსენფურტსა და ვიურცბურგს შორის მოხდა. ბოლო მონაცემებით დაშავებულია 20-მდე ადამიანია, რამდენიმე მათგანის მდგომაროება არის კრიტიკული. თავდამსხმელმა გაქცევა სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა მას ცეცხლი გაუხსნეს და მისი ლიკვიდაცია მოხდა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს საგანგებო შეხვედრაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics