00:06 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-18 15:27:38, 1574 ნახვა

მსოფლიო
ტორბიორნ იაგლანდი: ევროსაბჭოს წევრ სახელმწიფოს სიკვდილით დასჯის გამოყენების უფლება არ აქვს

ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის განცხადებით, ევროსაბჭოს წევრ სახელმწიფოს სიკვდილით დასჯის გამოყენების უფლება არ აქვს. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Tagesspiegel იუწყება.

როგორც იაგლანდმა აღნიშნა, აღნიშნული საკითხი არის ევროსაბჭოს წესდებით გათვალისწინებული ვალდებულება.

“ევროსაბჭოს არც ერთ წევრ სახელმწიფოს არ აქვს უფლება, გამოიყენოს სიკვდილით დასჯა. ეს არის ევროსაბჭოს წესდებით გათვალისწინებული ვალდებულება”, -  განაცხადა იაგლანდმა.

მისივე თქმით, თურქეთს რატიფიცირელი აქვს ევროსაბჭოს ორი პროტოკოლი, რომელთა თანახმადაც, სიკვდილით დასჯის აღდგენა ნებისმიერი გარემოების დროს დაუშვებელია.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა მოხდა, რის შედეგადაც 290-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, 1 400-ზე მეტი კი დაშავდა.

ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ ხელისუფლება სიკვდილით დასჯის აღდგენას განიხილავს.

ბოლო სასიკვდილო განაჩენი თურქეთში 1984 წელს აღასრულეს. თურქეთმა სიკვდილით დასჯა 2004 წელს, ევროკავშირის წევრობის მისაღებად  ჩატარებული რეფორმების ფარგლებში გააუქმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს საგანგებო შეხვედრაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics