23:26 - 26 May, 2026
|
2016-07-16 12:38:33, 1587 ნახვა
მსოფლიო
ნიცაში თავდამსხმელთან კავშირში ეჭვმიტანილი 4 პირია დაკავებული
ნიცაში თავდამსხმელთან კავშირში ეჭვმიტანილი 4 პირია დაკავებული, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სატვირთოს მძღოლთან კავშირში 1 პირი ფრანგმა სამართალდამცველებმა გუშინ დააკავეს, კიდევ 3 ეჭვმიტანილი კი დღეს დილით. როგორც France Press-ი წერს, დამატებითი დეტალები ამ დროისთის უცნობია. შეგახსენებთ, რომ 14 ივლისს, ნიცაში, სადაც მოსახლეობა ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავდა, ხალხში სატვირთო ავტომობილი შევარდა. ინციდენტის შედეგად 84 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 10 ბავშვია. ბოლო მონაცემებით თავდასხმის შედეგად 188 ადამიანი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)