|
2016-07-16 10:52:37, 1656 ნახვა
მსოფლიო
თურქეთის გენერალური შტაბის უფროსი ტყვეობიდან გათავისუფლებულია
თურქეთის გენერალური შტაბის უფროსი ჰულუსი აკარი, რომლის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობი იყო, ტყვეობიდან გაათავისუფლებულია, -ამის შესახებ CNN Turk იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ამ დროისთვის ის უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი. როგორც BBC წერს, თურქეთის მოქმედი ხელისუფლების მხარდამჭერმა ძალებმა ქვეყნის სამხედრო შტაბები საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარეს. გარდა ამისა, ამბოხებულები ამ დრომდე რამდენიმე სამხედრო თვითვმფრინავს კვლავ აკონტროლებენ. შეგახსენებთ, თურქეთში შეიარაღებული გადატრიალება გუშინ გვიან ღამით დაიწყო. სამხედროების ნაწილმა განაცხადა, რომ მმართველობაზე კონტროლის დამყარებას გეგმავდა და ქვეყანაში კომენდანტის საათი გამოაცხადა. სტამბოლისა და ანკარას ქუჩებში ტანკები და სხვა მძიმე ტექნიკა გამოჩნდა. გარდა ამისა, საჰაერო სივრცეს ამბოხებულები თვითმფრინავების მეშვეობით აკონტროლებდნენ. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიფ ერდოღანმა ტელემიმართვა გაავრცელა და მოსახლეობას ქუჩებში გამოსვლა თხოვა, შემდეგ კი, მხარდამჭერებს შეხვდა და მათ ქალაქის ქუჩებში დარჩენა სთხოვა იქამდე, სანამ ვითარება არ დასტაბილიზირდებოდა. სამხედრო გადატრიალების მცდელობას 60 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაშავებულები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)