|
2016-07-16 05:12:40, 1651 ნახვა
მსოფლიო
ანკარაში პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღების მცდელობის დროს 13 ადამიანი დააკავეს
ანკარაში პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღების მცდელობის დროს 13 ადამიანი დააკავეს, - ამის შესახებ თურქული სააგენტო Anadolu იუწყება. სააგენტოს ინფორმაციით, სტამბოლში სახელმწიფო გადატრიალების 100-ზე მეტი მონაწილეა გამოვლენილი, რამდენიმე მათგანი კი უკვე დაკავებულია. როგორც თურქეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ქემალითინ ჰასიმიმ ტელეკომპანია “ბლუმბერგის” ეთერში განაცხადა, მთავრობა ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე კონტროლს 24 საათის განმავლობაში აღადგენს. “ჩვენ ვაკონტროლებთ ტერიტორიების უმეტესობას, მათ შორის სტამბოლს. ვფიქრობ, უახლოესი 24 საათის განმავლობაში ჩვენ სრულად გავაკონტროლებთ ვითარებას”, - განაცხადა პრემიერის მრჩეველმა. ამავე დროს, მაუწყებლობა განაახლეს თურქეთის სახელმწიფო ტელე-რადიო სამაუწყებლო კომპანიის TRT-ს არხებმა. შეგახსენებთ, რომ თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა მოხდა, რის შედეგადაც 17 ადამიანია გარდაცვლილი, ხოლო 15 დაშავებულია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)