|
2016-07-16 16:33:36, 1708 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში სამხედრო გადატრიალების გეგმა ჩაიშალა
თურქეთში სამხედო გადატრიალების გეგმა ჩაიშალა, - ამის შესახებ ინფორმაცია თურქეთის სადაზვერვო სამსახურმა დაადასტურა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად 194 ადამიანი გარდაიცვალა, 1 440 კი დაშავდა. სტამბოლსა და ანკარაში სროლის ხმა ამ დრომდე ისმის. გარდა ამისა, სოციალურ ქსელ Twitter-ში ჰეშტეგის #idamistiyorum (მე მინდა სიკვდილით დასჯა) პოპულარობა დიდი სისწრაფით იზრდება. აღნიშნული ჰეშტეგი Twitter-ის მომხმარებლებმა უკვე 55 000-ჯერ გამოიყენეს. თურქეთის მოქალაქეები ამბოხების მომწყობთა სიკვდილით დასჯას ითხოვენ. მედიის ცნობით, თურქეთში სამხედრო გადატრიალების 8 მონაწილე სამხედრო შვეულმფრენით საბერძნეთში გადაფრინდა და იქ პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა. საბერძნეთის სამართალდამცველებმა კი საზღვრის უკანონო ქვეთის გამო დააპატიმრეს. ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი სტამბოლის ერთ-ერთ რაიონში მხარდამჭერებს შეხვდა და მოსახლეობას კვლავ ქუჩებში გამოსვლისკენ მოუწოდა. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, "გადატრიალების მცდელობები შესაძლოა, განმეორდეს". შეგახსენებთ, რომ თურქეთში სამხედრო გადატრიალება გუშინ საღამოს დაიწყო. მეამბოხებმა ქალაქის 2 მთავარი ხიდი და ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი დაიკავეს. მედიის ცნობით, თურქეთის ხელისუფლება ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობაში აშშ-ში მცხოვრები მუსულმანი ღვთისმსახურის ფეთჰულა გიულენის მხარდამჭერებს ადანაშაულებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)