|
2016-07-15 13:52:08, 1529 ნახვა
მსოფლიო
ნიცაში მომხდარ თავდასხმას 10 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა
ნიცაში მომხდარი თავდასხმის შედეგად, 10 ბავშვი დაიღუპა. როგორც The Telegraph ადგილობრივ მედიკოსებზე დაყრდნობით იუწყება, შესაძლოა, გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდოს. ამასთან, გამოცემა Nice Matin წერს, რომ ამ დროისათვის საავადმყოფოში 54 ბავშვია გადაყვანილი. სულ 100-ზე მეტი ადამიანია დაშავებული, 18 მათგანი კი კრიტიკულ მდგომარეობაშია. საფრანგეთში უკვე გამოცხადდა სამდღიანი გლოვა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, ნიცაში, სადაც მოსახლეობა ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავდა, ხალხში სატვირთო ავტომობილი შევარდა. ინციდენტის შედეგად 84 ადამიანი გარდაიცვალა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. ფრანგული გამოცემების ინფორმაციით, ტრაილერის მძღოლი, 31 წლის ტუნისელი, საფრანგეთის მოქალაქეა. ის პოლიციის მიერ, ადგილზევე იქნა ლიკვიდირებული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)