|
2016-07-15 13:35:39, 1513 ნახვა
მსოფლიო
გერმანია საფრანგეთთან საზღვარზე კონტროლს ამკაცრებს
გერმანია ნიცაში მომხდარი თავდასხმის შემდეგ საფრანგეთთან საზღვარზე კონტროლს ამკაცრებს, - ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი გერმანიის ფედერალურ პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება. როგორც სააგენტო წერს, გერმანია უსაფრთხოების ზომებს აეროპორტებში, ასევე ავტომაგისტრალებზე და სარკინიგზო გადასასვლელებზე გაამკაცრებს. მედიის ცნობით, უსაფრთხოების გამკაცრება ფრანგულ მხარესთან შეთანხმებით მოხდება. "საფრანგეთის უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციით, ფედერალური პოლიცია საფრანგეთთან სასაზღვრო გადასასვლელებზე კონტროლს ამკაცრებს", - ნათქვამია გერმანიის პოლიციის განცახდებაში. შეგახსენებთ, რომ გუშინ, ნიცაში, სადაც მოსახლეობა ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავდა, ხალხში სატვირთო ავტომობილი შევარდა. ტერაქტის შედეგად 84 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის არიან ბავშვებიც. მედიის ინფორმაციით, ათობით ადამიანი დაშავებულია, 18 მათგანი კი კრიტიკულ მდგომაროებაშია. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)