|
2016-07-15 13:20:12, 1536 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
საფრანგეთში ქალაქ ნიცაში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით სამდღიანი გლოვა გამოცხადდა, - ამის შესახებ ფრანგული მედია პრემიერ-მინისტრზე მანუელ ვალსზე დაყრდნობით იუწყება. მედია საშუალების იფნორმაციით, გლოვა 16 ივლისიდან დაიწყება. "ტერორისტების მიზანს შიშისა და პანიკის დათესვა წარმოადგენს. თუმცა საფრანგეთის დიდი სახელმწიფო და დიდი დემოკრატიაა და არ დაუშვებს დესტაბილიზაციას", - განაცხადა მანუელ ვალსმა. ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმის ფრანსუა ოლანდის განცხადებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა კიდევ სამი თვით გახანგრძლივდება. პარლამენტი შესაბამის კანონპროექტს 20 ივლისს განიხილავს. ამჟამად მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ვადა 27 ივლისს იწურება. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ გუშინ, 14 ივლისს, ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ ნოემბრის ტერაქტების შემდეგ დაწესებული საგანგებო მდგომარეობა აღარ გახანგრძლივდებოდა. შეგახსენებთ, გუშინ, ნიცაში, სადაც მოსახლეობა ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავდა, ხალხში სატვირთო ავტომობილი შევარდა. ტერაქტის შედეგად 84 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის არიან ბავშვებიც. მედიის ინფორმაციით, ათობით ადამიანი დაშავებულია, 18 მათგანი კი კრიტიკულ მდგომაროებაშია. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)