21:32 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-14 18:35:11, 1524 ნახვა

მსოფლიო
ევროკომისიამ Google-ის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ევროკომისიამ ამერიკული კომპანია Google-ის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას digitaltrends.com ავრცელებს.

როგორც მედია საშუალება წერს, კორპორაციას ევროკავშირის ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევაში ადანაშაულებენ.

ევროკომისიაში მიიჩნევენ, რომ Google-ი თავისი კომერციული ვებ-გვერდების კონკურენტებს საძიებო სისტემის გვერდზე რეკლამის განთავსებას უზღუდვას.

ევროკომისიის განცხადებით, ამგვარი ქმედებების შედეგად მომხმარებლები, რომელთა არჩევანიც იზღუდება ზარალდებიან.

როგორც კონკურენციის საკითხებში ევროკომისრის მარგარეტ ვესტაგერის განცხადებაშია ნათქვამი, ბაზარზე დომინირება დარღვევა არ არის, თუმცა მიუღებელია, როდესაც კომპანია თავის დომინანტურ მდგომარეობას კონკურენციის შესაზღუდად იყენებს.

მედიის ცნობით, ევროკომისარმა Google-ს ორი ოფიციალური წერილი უკვე გაუგზავნა. კომპანიას ბრიუსელის პრეტენზიებზე საპასუხოდ 10-კვირიანი ვადა მიეცა.

ცნობისთვის, 2015 წლის აპრილში ევროკომისიამ Google-ს ევროკავშირის ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევაში ბრალი ოფიციალურად წაუყენა. ევროკომისიაში მიიჩნევენ, რომ Google იმ კომპანიებზე ახორციელებს ზეწოლას, რომლებიც მის ოპერაციულ სისტემა “ანდროიდს” იყენებენ, რადგან მობილური ტელეფონების მწარმოებლებს Google-ის გარკვეული პროგრამების დაყენებას აიძულებს, კერძოდ Chrome-ის გამოყენება, თავის საძიებო სისტემას და Play Store-ის აპლიკაციას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics