|
2016-07-13 11:30:02, 1324 ნახვა
მსოფლიო
დღეს ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა გაიმართება
დღეს ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბ-ბინაში ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაცია ნატო-ს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. შეხვედრა ელჩების დონეზე შედგება. როგორ რუსეთის საგარეო საქმე სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, შეხვედრაზე სხვა სამხედრო საკითხებთან ერთად, ნატო-ს მიერ აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას განიხილავენ და ამის შესაძლო შედეგები ევროპული უსაფრთხოებისთვის. გარდა ამისა, მარია ზახაროვას თქმით, დაგეგმილია ბალტიის ზღვის რეგიონში საავიაციო უსაფრთხოების გაზრდასა და ევროპაში ამერიკული ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების მშენებლობის შესაძლო რისკებზე მსჯელობა. დიპლომატები ასევე უკრაინასა და ავღანეთში შექმნილ ვითარებას განიხილავენ. ცნობისთვის, ვარშავაში გამართული ნატო-ს სამიტის შემდეგ რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ ალიანსისგან სამიტზე მიღებული გადაწყვეტილბების ახსნა განმატებებს ელოდება. შეგახსენებთ, რომ ნატო-რუსეთის საბჭოს მუშაობა 2014 წლის გაზაფხულზე რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის გამო შეწყდა. ორწლიანი პაუზის შემდეგ საბჭოს პირველი სხდომა მხოლოდ მიმდინარე წლის აპრილში გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)