22:21 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-12 15:31:28, 1444 ნახვა

მსოფლიო
ერაყში აფეთქების შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა, 30-ზე მეტი კი, დაშავდა

ერაყის დედაქალაქში დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა, 30-ზე მეტი კი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედია საშუალების ცნობით, აფეთქება ბაღდადის შიიტურ რაიონში რაშიდიაში, ბაზარში მოხდა.

აღსანიშნავია, რომ აფეთქება ერაყის დედაქალაქში აშშ-ის თავდაცვის მდივნის ეშტონ კარტერის ვიზიტის მეორე დღეს განხორციელდა.

ცნობისთვის, მიმდინარე თვის დასაწყისში ბაღდადის ცენტრში მომხდარ თავდასხმას 300-მდე ადამიანი ემსხვერპლა. მაშინ ტერაქტზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.

შეგახსენებთ, რომ ივნისის ბოლოს ერაყის სამთავრობო ძალებმა საერთაშორისო ავიაციის დახმარებით ექსტრემისტებისგან ქალაქი ფალუჯა გაათავისუფლეს. 9 ივლისს კი ერაყელმა სამხედროებმა მოსულის მახლობლად მდებარე ავიაბაზა დაიკავეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics