20:18 - 26 May, 2026
|
2016-07-12 10:48:43, 1378 ნახვა
მსოფლიო
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს ხვალიდან ტერეზა მეი დაიკავებს
დიდ ბრიტანეთს ხვალიდან ახალი პრემიერ-მინისტრი ეყოლება, - ამის შესახებ BBC მოქმედ პრემიერ-მინისტრზე დევიდ ქემერონზე დაყრდნობით იუწყება. ქემერონის თქმით, 12 ივლისს ის მინისტრთა კაბინეტის ბოლო სხდომას უხელმძღვანელებს, 13 ივლისს კი, პრემიერ-მინისტრის პოსტს ამჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, ტერეზა მეი დაიკავებს. „მიხარია, რომ ტერეზა მეი შემდეგი პრემიერ-მინისტრი იქნება. ის ძლიერი, კომპეტენტური ადამიანია, და მას ჩემი სრული მხარდაჭერა ექნება“, - განაცხადა ქემერონმა. შეგახსენებთ, რომ 23 ივნისს დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად გაიმარჯვეს ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის მხარდამჭერებმა, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა გადადგომის შესახებ განაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)