|
2016-07-11 13:49:45, 1302 ნახვა
მსოფლიო
“ისლამურმა სახელმწიფომ” ერაყსა და სირიაში კონტროლირებადი ტერიტორიის 12% დაკარგა
2016 წლის დასაწყისიდან ტერორისტულმა დაჯგუფებამ “ისლამურმა სახელმწიფომ” ერაყსა და სირიაში კონტროლირებადი ტერიტორიის 12% დაკარგა, - ამის შესახებ ინფორმაციას Regnum-ი კომპანია IHS-ის კვლევებზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც მედია საშუალება წერს, ისლამისტების მიერ დაკავებული ტერიტორიის ფართობი დაახლოებით 13 ათასი კვადრატული კილომეტრით შემცირდა. ანგარიშის თანახმად, ამჟამად დაჯგუფება ერაყის მთლიანი ფართობის 45 %, ხოლო სირიაში ტერიტორიის 20%-მდე აკონტროლებს. ამავე კვლევის მიხედვით, “ისლამური სახელმწიფოს” შემოსავალიც მცირდება. თუ 2015 წლის შუა პერიოდში დაჯგუფების წევრები თვეში 80 მილიონს იღებდნენ, უკვე 2016 წლის მარტში მათ 56 მილიონის მობილიზება შეძლეს. შეგახსენებთ, რომ "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ავიეირიშებს აშშ-ის მეთაურობით მოქმედი საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიციის წევრები აგრძელებენ. სირიის ჩრდილოეთ ნაწილის დაბომბვის ამსახველი კადრები 10 ივლისს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა. ამავე დღეს ერაყის მთავრობამ განაცხადა, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლება დაიკავეს ქალაქ მოსულთან ახლოს მდებარე ავიაბაზა, რომელსაც მანამდე "ისლამური სახელწმიფო" აკონტროლებდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)