21:31 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-11 13:49:00, 1554 ნახვა

მსოფლიო
ათათურქის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის საქმეზე კიდევ 7 ეჭვმიტანილი დააპატიმრეს

თურქეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერაქტის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა კიდევ შვიდი ადამიანი დააპატიმრეს, - ამის შესახებ ABC News იუწყება.

მედიის ინფორმაციით, ყველა მათგანი უცხოელია. ისინი რამდენიმე დღის წინ, ანტიტერორისტული რეიდის ფარგლებში, „შეიარაღებულ ტერორისტულ დაჯგუფებაში წევრობის“ ბრალდებით დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ 28 ივნისს, ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში 3 თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებულ თავდასხმას 44 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თურქეთის მთავრობის ცნობით, ტერაქტი დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ იყო ორგანიზებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics