|
2016-07-11 11:19:34, 1477 ნახვა
მსოფლიო
„ევრო 2016“-ის ფინალის შემდეგ, პოლიციასა და ფეხბურთის გულშემატკივრებს შორის შეტაკება მოხდა
პარიზში „ევრო 2016“-ის ფინალური მატჩის შემდეგ, პოლიციასა და ფეხბურთის გულშემატკივრებს შორის შეტაკება მოხდა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა არეულობის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. პარიზის ცენტრში, ასევე სტად-დე-ფრანსთან, სადაც მატჩი გაიმართა, არეულობის დროს სამართალდამცველებმა 40-მდე ადამიანი დააკავეს. არეულობა მას შემდეგ დაიწყო,რაც პოლიციამ გულშემატკივართა ნაწილი ეიფელის კოშკთან მდებარე ფან-ზონაში არ შეუშვა. როგორც სამართალდამცველებმა განმარტეს, აღნიშნულ ტერიტორიაზე გულშემატკივართა მაქსიმალური რაოდენობა - 90 ათასი უკვე იმყოფებოდა. შეგახსენებთ, რომ 2016 წლის ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატის გამარჯვებული პორტუგალიის ნაკრები გახდა. პორტუგალიელებმა ფინალურ მატჩში საფრანგეთი დაამარცხეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)