|
2016-07-07 14:30:14, 1491 ნახვა
მსოფლიო
ლონდონის ნაცვლად ევროპის ფინანსური ცენტრი შესაძლოა, პარიზი გახდეს
ლონდონის ნაცვლად ევროპის ფინანსური ცენტრი შესაძლოა, პარიზი გახდეს, - ამის შესახებ France24 საფრანგეთის პრემიერ-მინისტრზე მანუელ ვალსზე დაყრდნობით იუწყება. მანუელ ვალსის თქმით, "ბრექსითის" შემდეგ, საფრანგეთის მთავრობა დიდი ბრიტანეთიდან სამშობლოში დაბრუნებულ მოქალაქეებს მაქსიმალურად შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმს შეუქმნის. როგორც პრემიერმა განაცხადა, უახლოეს მომავალში მთავრობა კორპორაციებისთვის გადასახადების 33%-დან 28%-ე შემცირებას გეგმავს. ასევე ისეთი კანონდებლობის შემუშავებაა დაგეგმილი, რომელიც უცხოურ კომპანიებს საფრანგეთში დამკვიდრების ინტერესს გაუჩენს. ვალსის თქმით, მომავალში პარიზი მსოფლიოს ფინანსური დედაქალაქი უნდა გახდეს. ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ თუ დიდი ბრიტანეთი"ბრექსითის" შემდეგ ევროპელების თავისუფალ გადაადგილებას საფრთხეს შეუქმნის, მაშინ ლონდონს ევროპის ერთიან ბაზარზე წვდომა აღარ უნდა ჰქონდეს. ცნობისთვის, ლონდონის ადგილზე პრეტენზიას ასევე ლუქსემბუგი, დუბლინი და ფანკფურტიც აცხადებენ. მსოფლიო ბანკის მონაცმებით, 2016 წელს ბიზნესის წარმოების კუთხით საფრანგეთი 27-ე ადგილს იკავებს, ხოლო ბრიტანეთი მე-6.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)