|
2015-03-03 11:42:41, 602 ნახვა
საზოგადოება
შსს საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს ავრცელებს. გასული თვის მდგომარეობით, კერძოდ: 2015 წლის თებერვლის თვე 290 929 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2014 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 1 %-ით ნაკლებია. რაც შეეხება იანვარ-თებერვლის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 600 396 ვიზიტი განხორციელდა, რაც 2%-ით ნაკლებია 2014 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე. უწყების ინფორმაციით, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია: ა) ტურისტი – 212 668 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 35,4%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 7,8%); ბ) ტრანზიტი – 115 653 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 19,3%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 14,6%); გ) სხვა – 272 075 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 45,3%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 3,5%). შსს-ს ცნობით, 2015 წლის თებერვალშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (-10%), აზერბაიჯანიდან (+8,5%), სომხეთიდან (+8,8%), რუსეთიდან (-7,3%) და უკრაინიდან (-14%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-თებერვალში გამოირჩნენ ლიტვა, გერმანია, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი და იტალია (შესაბამისად 126%, 12%, 12%, 11%, და 10%), შუა აზიის ქვეყნებიდან უზბეკეთი (67%) და ყაზახეთი (20%), ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან კი – ბელორუსიის და მოლდოვას მოქალაქეები 43% და 21%–იანი მატებით.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)