|
2016-07-02 13:43:45, 1316 ნახვა
მსოფლიო
სამართალდამცველებმა დაკაში მდებარე კაფე, სადაც ტერორისტებს მძევლები ჰყავდათ აყვანილი, შტურმით აიღეს
სპეცდანიშნულების ძალებმა ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში მდებარე კაფე, სადაც ტერორისტებმა 20-მდე ადამიანი მძევლად აიყვანეს, შტურმით აიღეს. BBC-ს ინფორმაციით, 6 ტერორისტი ლიკვიდირებულია. ამასთან, სპეცოპერაციის დროს 2 პოლიციელი დაიღუპა და 30-მდე ადამიანი დაშავდა. სამართალდამცველების ცნობით, 13 მძევალი გათავისუფლებულია, მათ შორის 7 იტალიის მოქალაქე. ცნობისთვის, გუშინ, ბანგლადეში დედაქალაქ დაკაში, შეიარაღებულმა პირებმა დიპლომატიურ კორპუსს ცეცხლი გაუხსნეს, შემდეგ კი, ერთ-ერთ კაფეში მძევლები აიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმა 9 ტერორისტმა განახორციელა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. მოგვიანებით დაჯგუფებამ განაცხადა, რომ მისმა მებრძოლებმა 24 მძევალი მოკლეს, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)