|
2016-07-02 12:37:59, 1294 ნახვა
მსოფლიო
ნესტორ შუფრიჩი: მინსკის შეთანხმებას საფრთხე ემუქრება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლის, ნესტორ შუფრიჩის განცხადებით, მინსკის შეთანხმებას საფრთხე ემუქრება. ამის შესახებ ჩეფჩილმა თბილისში მიმდინარე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „სამწუხაროდ არ შემიძლია არ დავეთანხმო მომხსენებლებს, რომლებმაც აღნიშნეს, რომ უკრაინის საზღვართან რეალური საფრთხე არსებობს, სადაც კონფლიქტური სიტუაცია საომარ ფაზაშია გაჭედილი. სამწუხაროდ, ეს სიმართლეა“, - განაცხადა შუფრიჩმა. რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელმა, ლეონიდ სლუცკიმ კი აღნიშნა, რომ რეზოლუციის პროექტი, რომელიც ყირიმის ნახევარკუნძულზე ადამიანის უფლებების დაცვას ეხება, რუსეთის მხრიდან ყურადღებას არ იმსახურებს. „სამწუხაროდ გამუდმებით ანადგურებენ ჩვენს მეომრებსა და მშვიდობიან მოსახლეობას. უკრაინა იმ შეიარაღებას იყენებს, რომელიც მინსკის შეთანხმების მიღებით აკრძალულია. რაც შეეხება დონბასის არჩევნებს, რაც კი უსაფრთხოების საკითხს ეხება, კიევი უნდა დათანახმდეს. აქ წარდგენილი საკითხი ძალიან დაკვირვებით უნდა განვიხილოთ. რეზოლუცია მოსკოვის წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრალდებებს ითვალისწინებს. მინდა ავღნიშნო, რომ ეს რეზოლუციის პროექტი ჩვენს ყურადღებას არ იმსახურებს“, - განაცხადა სლუცკიმ. ცნობისთვის, ცნობისთვის, თბილისში, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე, ყოველწლიური სესიის მეორე დღე მიმდინარეობს. ეუთოს მომხსენებლები რეზოლუციის პროექტს განიხილავენ, რომელიც ყირიმში ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხებს უკავშირდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)