|
2016-07-02 12:31:41, 1259 ნახვა
მსოფლიო
სლუცკი: ყირიმში ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ რეზოლუციის პროექტი, რუსეთის მხრიდან ყურადღებას არ იმსახურებს
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლის, ლეონიდ სლუცკის განცხადებით, რეზოლუციის პროექტი, რომელიც ყირიმის ნახევარკუნძულზე ადამიანის უფლებების დაცვას ეხება, რუსეთის მხრიდან ყურადღებას არ იმსახურებს. როგორც სლუცკიმ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, უკრაინელი ჯარისკაცები ნეიტრალური ტერიტორიის დაკავებას ცდილობენ. „სამწუხაროდ გამუდმებით ანადგურებენ ჩვენს მეომრებსა და მშვიდობიან მოსახლეობას. უკრაინა იმ შეიარაღებას იყენებს, რომელიც მინსკის შეთანხმების მიღებით აკრძალულია. რაც შეეხება დონბასის არჩევნებს, რაც კი უსაფრთხოების საკითხს ეხება, კიევი უნდა დათანახმდეს. აქ წარდგენილი საკითხი ძალიან დაკვირვებით უნდა განვიხილოთ. რეზოლუცია მოსკოვის წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრალდებებს ითვალისწინებს. მინდა ავღნიშნო, რომ ეს რეზოლუციის პროექტი ჩვენს ყურადღებას არ იმსახურებს“, - განაცხადა სლუცკიმ. ცნობისთვის, თბილისში, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე, ყოველწლიური სესიის მეორე დღე მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)