13:03 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-02 18:34:32, 698 ნახვა

სამართალი
დედის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტმა 8 პატიმარი ქალი შეიწყალა

დედის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 8 მსჯავრდებული ქალბატონი შეიწყალა. ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, აქედან 4 პატიმარი ქალი სასჯელაღსრულების დაწესებულებას დატოვებს, ხოლო 4-ს  სასჯელი გაუნახევრდება.  კომისიამ სულ 572  პატიმრის განცხადება განიხილა. მომდევნო კვირას კიდევ ერთი ახალი შეწყალების აქტი გამოქვეყნდება.
"სულ პრეზიდენტმა შეიწყალა 8 მსჯავრდებული ქალბატონი.მათგან 4 შეიწყალა სრულად, ისინი გათავისუფლდებიან სასჯელის შემდგომი მოხდისაგან. ხოლო 4 მსჯავრდებული ქალბატონი შეწყალებულია სასჯელის განახევრების კუთხით",-აღნიშნა ზვიად ქორიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
კობახიძის მტკიცებით, შეკრების გამართვა საქართველოში ყველას შეუძლია და ამ შემთხვევაში საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე
საქართველოში სამომხმარებლო ფასების ინფლაცია 2024 წლის 1%-დან 2025 წელს 3.9%-მდე გაიზარდა, ხოლო 2026 წლის აპრილში წინა წელთან შედარებით 5.9%-ს მიაღწია
კობახიძე ამტკიცებს, რომ ბიზნესი არის თავისუფალი და კორუფციისგან თავისუფლების კუთხით გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics