|
2016-06-30 17:21:08, 1355 ნახვა
მსოფლიო
ათათურქის აეროპორტში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა
ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას მსხვერპლის შესახებ ადგილობრივი მედია თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს. თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით, აეროპორტზე თავდასხმაში მონაწილე თვითმკვლელები რუსეთის, უზბეკეთისა და ყირგიზეთის მოქალაქეები იყვნენ. გამოცემა Hurriyet წერს, რომ რუსეთის მოქალაქე წარმოშობით ჩრდილოკავკასიელია, თუმცა ოფიციალურად აღნიშნულ ცნობა არ დადასტურებულა. ცნობისთვის, სტამბოლსა და იზმირში ჩატარებული სპეცოპერაციების დროს პოლიციამ აეროპორტში მომხდარ ტერაქტთან კავშირში ეჭვმიტანილი 13 პირი დააკავა. თურქული მედიის ცნობით, დაკავებულებს შორის რამდენიმე უცხოელია. შეგახსენებთ, რომ სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ათათურქის სახელობის აეროპორტში ჯერ ცეცხლი გახსნა, შემდეგ კი თავი აიფეთქა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა არავის აუღია, თუმცა ხელისუფლება ვარაუდობს, რომ თავდასხმა ექსტრემისტული დაჯგუფების "ისლამური სახელმწიფოს" ორგანიზებულია. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 239 დაშავებულიდან საავადმყოფოში ამ დრომდე რჩება 128 ადამიანი, მათგან 41 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)