|
2016-06-30 15:07:20, 1356 ნახვა
მსოფლიო
Hurriyet: თურქეთის სპეცსამსახურები ტერაქტში ეჭვმიტანილის სავარაუდო ეროვნებას ასახელებენ
სტამბოლის აეროპორტზე თავადსხმაში მონაწილე ერთ-ერთი თვითმკვლელი ტერორისტი სავარაუდოდ ჩეჩნეთის მკვიდრია, - ამის შესახებ სააგენტო Hurriyet იუწყება. მედია საშუალება სავარაუდო თავდამსხმელის სახელსაც ასახელებს. ის ოსმან ვადინოვია. როგორც თურქული სპეცსამსახურები ვარაუდობენ, ის თურქეთის ტერიტორიაზე სირიის ქალაქ რაქადან ჩავიდა. ამასთან, სპეცსამსახურები არნიშNულ იფნორმაციას ჯერ არ ადასტურებენ. შეგახსენებთ, რომ ათათურქის საერთაშორისო აეროპორტში ტერაქტს 42 ადამიანი ემსხვერპლა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 239 დაშავებულიდან საავადმყოფოში ამ დრომდე 128 ადამიანი რჩება, მათგან 41 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება. კიდევ ერთი თურქული მედია საშუალება Yeni Safak პოლიციაში ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ თვითმკვლელები დაღესტნის, ყურგიზეთისა და უზბეკეთის მკვიდრნი იყვნენ. გამოცემა წერს, რომ ათათურქის აეროპორტში ტერაქტის მომზადებაში 8 ადამიანი მონაწილეობდა. 3 თვითმკვლელი თავდასხმის შემსრულებელი იყო. ცნობისთვის, ორგანიზატორებიდან ერთი დაკავებულია, კიდევ 4 ეძებენ. ადგილობრივი მთავრობა მიიჩნევს, რომ ტერაქტების სერია "ისლამურმა სახელმწიფომ" მოაწყო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)